spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ოკუპანტების მიერ როკის გვირაბთან დაკავებული ერიკ დრულევი გათავისუფლებულია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"იგი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 5 თებერვალს, საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს.

ერიკ დრულევის უკანონოდ დაკავების მომენტიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა ,,ცხელი ხაზის’’ გააქტიურება, რის ფარგლებშიც საოკუპაციო რეჟიმთან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია. 
პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით", – აცხადებენ სუს-ში.

თავად ერიკ დრულევი აცხადებს, რომ ცხინვალის ციხეში ძალიან მძიმე პირობებში იყო, რადგან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები