რუსებმა დღეს ხერსონი კიდევ ერთხელ დაბომბეს, დაღუპულია სამი ადამიანი.
საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე პროკუდინის ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი.
“ჭურვის მოხვედრის გამო მანქანა იწვის. დაბომბვის ადგილზე მუშაობენ მაშველები, ექიმები და პოლიცია”, – წერს პროკუდინი.
მისივე ინფორმაციით, ღამით რუსულმა არმიამ ქალაქს და რეგიონს 71-ჯერ გაუხსნა ცეცხლი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.