რუსულმა სტრატეგიულმა ავიაციამ დღეს დილით ოდესის ოლქის ერთ-ერთ რაიონზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ოკუპანტებმა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს საკრუიზო რაკეტით დაარტყეს, – ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.
მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი.
როგორც ბრაჩუკმა აღნიშნა, აფეთქების შემდეგ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.