შიდა ქართლში, სოფელ დვანთან ოკუპანტებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს და სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს, ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა.
დავით ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტებმა დღეს სათვალთვალო კამერა დაამონტაჟეს და ამზადებდნენ რადიოლოკაციური მანქანის სპეცსადგომს.
მისივე განცხადებით, სამუშაოები დამთავრებული არ არის.
დვანში ოკუპანტების გამოჩენას ადასტურებს სუსი და აცხადებს, რომ ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი.