spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოკუპანტებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დიმიტრი ჟივიცკზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, რუსულმა ავიაციამ სუმსა და ახტირკაში, ასევე სოფელ ბიტიცაში საცხოვრებელი სახლები დაბომბა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.

 

მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად ათზე მეტი ადამიანია დაღუპული.

 

ამასთან, მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი უკრაინელ სამხედროებს შორისაც არის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები