spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიმრებულ ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ 2020 წელს დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა 2025 წლის 30 მარტს გათავისუფლდება, – ამის შესახებ “ეხო კავკაზა” ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

“ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ეს ფაქტი ალბათ, ყველამ იცის, მან სახელმწიფო დროშა დაწვა, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა 9 წლის ვადით. ჯამში მას 4 წელი და 6 თვე მოუწია. 30 მარტს იწურება მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით გავათავისუფლოთ იგი. არავინ გეგმავს ამ ადამიანის ნაადრევად გაშვებას. ეს ყველაფერი ხდება იმ მუხლის და იმ ვადების შესაბამისად, რაც მას სასამართლომ დაუნიშნა“, – განაცხადა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა.

“ეხო კავკაზა” წერს, რომ აფხაზეთში კოლონიები არ არის, მხოლოდ წინასწარი დაკავების დაწესებულებებია, ამის გამო თავისუფლების აღკვეთის ერთი წელი ორ წლად ითვლება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები