ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
“პრეზიდენტობისთვის” ხუთი კანდიდატი იბრძვის – ბადრა გუნბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ადგურ არძინბა და ადგურ ხურხუმალი.
დე ფაქტო ცესკოს განცხადებით, “კენჭისყრის ჩასატარებლად 152 საარჩევნო უბანი შეიქმნა თვით აფხაზეთში და კიდევ ორი რუსეთში – მოსკოვსა და ჩერქესკში. ამომრჩეველთა ძირითად სიაში 134 ათასი ადამიანია”.
“კენჭისყრის” წინასწარი შედეგები 16 თებერვალს გახდება ცნობილი.