ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც პოლიტიკოსი ბადრა გუნბა და ოპოზიციონერი ადგურ არძინბა მიიღებენ მონაწილეობას.
ე.წ. არჩევნებში სულ 5 კანდიდატი მონაწილეობდა.
დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, “კენჭისყრის ჩასატარებლად 152 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი აფხაზეთში და კიდევ ორი რუსეთში – მოსკოვსა და ჩერქესკში. ამომრჩეველთა ძირითად სიაში 134 ათასი ადამიანია”.
ოკუპირებულ აფხაზეთში “საპრეზიდენტო არჩევნები” 15 თებერვალს გაიმართა.