spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება დაძაბულია

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება დაძაბულია. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ე.წ პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი, ადგილზე არსებული სამხედრო მანქანით რკინის ღობის დაზიანება და ე.წ პარლამენტის ეზოში შეჭრა შეძლეს.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს შორის დაპირისპირებაა. ადგილზე მობილიზებულია სამხედრო მანქანებიც.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტში სესია, რომელზეც ინვესტიციების შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირების საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ მოხდეს სესიის გადადება და დეპუტატებმა კანონის წინააღმდეგ მისცენ ხმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები