რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს ნიკოლო ბერიანიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, 2016 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე ნიკოლო ბერიანიძე იმყოფებოდა კიევში, შეუერთდა “აზოვის” პოლკს და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში.
“ნიკოლო ბერიანიძე 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მაისამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უსაფრთხოების ნაწილებში ქალაქ მარიუპოლში მსახურობდა. 2022 წლის 18 მარტს დაქირავებულმა სამხედრომ ცეცხლი გაუხსნა რუსი სამხედროების ჯგუფს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა”, – წერს რუსული მედია.
მისი ინფორმაციით, ნიკოლო ბერიანიძე რუსმა ჯარისკაცებმა დააკავეს.