რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების 14 წლით აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
პროკურატურის მტკიცებით, ხმალაძემ სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში, მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციებში ქალაქ ირპინში, ჰოსტომელში, ბუჩაში, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.
მისივე მტკიცებით, ხმალაძემ, როგორც “დაქირავებულმა” 745 ათასი რუბლის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.