ოკუპირებული სოხუმის ცენტრში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
რამდენიმე საათის წინ სროლა იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება კაფე “ბისკვიტში” მოხდა. სამი პირი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მსროლელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პოლიციამ დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ის სოხუმის ე.წ საქალაქო ადმინისტრაციის თანამშრომელია.