გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
“პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს გულითადად მოგილოცოთ თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით.
სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე.
იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში“, – აღნიშნავს ოლაფ შოლცი.