გერმანიის კანცლერის ოფისი ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და მოუწოდა საქართველოს მთავრობას გადადგას რეფორმისთვის საჭირო ნაბიჯები.
ევროკომისიის რეკომენდაციები მიუთითებს კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას.
მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას, უახლოეს კვირებში დროულად და მაქსიმალური მონდომებით მიიღოს საჭირო ზომები.
უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.