უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.
“რუსეთის ფედერაციას 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებით კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტში მის მიერ მიცემული შეთანხმებები და დაპირებები.
რუსული რაკეტა – ეს არის ვლადიმერ პუტინის მხრიდან გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად და რისთვისაც უკრაინა მადლიერია“, – წერს უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო.
რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დღეს დაბომბეს.