უკრაინელმა დამცველებმა კიდევ ერთი რუსული სუ-34 ჩამოაგდეს, ეს დღეს დილით მოხდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
“რუსებს დანაკარგები “ისევ არ აქვთ”. დღეს, დაახლოებით 6:00 საათზე, კიდევ ერთი სუ-34 “წარმატებით დაბრუნდა“ ბაზაზე“, – წერს მეთაური.
უკრაინელმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს “შაჰედის” ტიპის 12 დრონი და X-59 მართვადი რაკეტა.
17 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს – ორი სუ-34 ბომბდამშენი და სუ-35 გამანადგურებელი.
ოკუპანტები ზარალის დამალვას აგრძელებენ და აცხადებდნენ, რომ ჩამოგდებულია მხოლოდ ერთი თვითმფრინავი და სავარაუდოდ, დანაკარგი არ ყოფილა. საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა აღნიშნა, რომ რუსული სუ-34-ისა და სუ-35-ის მფრინავებმა კატაპულტირება სცადეს, მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსებმა მინიმუმ 335 თვითმფრინავი და 325 ვერტმფრენი დაკარგეს.