spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოლივერ ვარჰეი – საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. შევაფასეთ  12 ძირითადი პრიორიტეტის  შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში,- ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი “ტვიტერზე” წერს.

 

როგორც ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, საქართველო  ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

 

“კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.

 

შევაფასეთ  12 ძირითადი პრიორიტეტის  შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალუსხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში.

 

ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული.

 

საქართველო  ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”,- წერს ოლივერ ვარჰეი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები