“ჯებირების საქმეზე” დაკავებულ ახალგაზრდებს ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის საპატიმროდან უახლოეს მომავალში გამოუშვებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურას და მსჯავრდებულებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ახალგაზრდებს 18-თვიანი პატიმრობაა შეეფარდათ, საიდანც 9 თვე უკვე გასულია.
ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 2024 წლის 14 მაისს დააკავეს.