უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე აგრესორის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში 12 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 10.03-მდე:
პერსონალი – 12 ათასზე მეტი ადამიანი, ტანკები – 335, ჯავშანტექნიკა – 1105, საარტილერიო სისტემები – 123, MLRS (მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა) – 56, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 29, თვითმფრინავი – 49, ვერტმფრენები – 81, საავტომობილო ტექნიკა – 526, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 3, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 60, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7.
როგორც გენერალურ შტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტ მონაცემებს მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.