უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე აგრესორის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 13 800 სამხედრო დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 16.03-მდე:
ტანკები – 430, ჯავშანტექნიკა – 1 375, საარტილერიო სისტემები – 190, MLRS (მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა) – 70, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 43, თვითმფრინავი – 84, ვერტმფრენები – 108, საავტომობილო ტექნიკა – 819, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 3, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 60, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 11, სპეციალური ტექნიკა – 10.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტ მონაცემებს მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.