უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 18 000 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 03.04-მდე:
ტანკები – 644, ჯავშანტექნიკა – 1 820, საარტილერიო სისტემები – 325, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 105, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 54, თვითმფრინავი – 143, ვერტმფრენები – 134, საავტომობილო ტექნიკა – 1 249, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 7, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 89, სპეციალური ტექნიკა – 24, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.