უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 18 300 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 04.04-მდე:
ტანკები – 647, ჯავშანტექნიკა – 1 844, საარტილერიო სისტემები – 330, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 107, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 54, თვითმფრინავი – 147, ვერტმფრენები – 134, საავტომობილო ტექნიკა – 1 273, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 7, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 92, სპეციალური ტექნიკა – 25, გამშვები სისტემა – 4.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.