უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში 90 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა.
მისივე ცნობით, ორი ბავშვი დაიღუპა და ორი დაშავდა წუხელ ნიკოლაევის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად.
ყველაზე მეტი დაზარალებულია კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ჟიტომირის ოლქებში.
რუსული დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 379 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 59 სრულად დაინგრა.
დონეცკის ოლქში დაინგრა 119 სასწავლო დაწესებულება, ნიკოლაევის ოლქში 30, სუმის ოლქში – 28, კიევის ოლქში – 35, ხერსონის ოლქში – 21 და დედაქალაქში – 24.