spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ომის დაწყებიდან კიევში 222 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 60 მშვიდობიანი მოქალაქე

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, კიევში 222 ადამიანი დაიღუპა, მათგან 60 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის ოთხი ბავშვია. მონაცემები კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ნიკოლაი პოვოროზნიკმა გაავრცელა.

 

მისივე ინფორმაციით, საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას 889 ადამიანი დაიჭრა, მათგან 241 მშვიდობიანი მოქალაქეა, 18 ბავშვი, სამი სასაწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი, ერთი კი ექიმი.

 

გარდა ამისა, ნიკოლაი პოვოროზნიკის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დედაქალაქში 36 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, ხუთი კერძო საკუთრება, ექვსი სკოლა და ოთხი საბავშვო ბაღი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები