spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ომის დაწყების შემდეგ ხერსონში კიევიდან პირველი მატარებელი ჩავიდა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა ოკუპანტებისგან განთავისუფლებულ ხერსონში კიევიდან პირველი მატარებელი ჩავიდა.

 

უკრაინული მედიის ცნობით, მატარებელი დედაქალაქიდან 18 ნოემბრის საღამოს გავიდა და ვაგონებში ის 200 მგზავრი იმყოფებოდა, რომლებმაც ბილეთები “გამარჯვების წინ” შეიძინეს. 

 

მატარებლის ვაგონები პროექტის “მატარებელი გამარჯვებისკენ” ფარგლებში უკრაინელი მხატვრების მიერ იყო მოხატული.

 

ხერსონი ოკუპანტებისგან 11 ნოემბერს გათავისუფლდა, 14 ნოემბერს ქალაქში პრეზიდენტი ზელენსკი ჩავიდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები