უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე აგრესორის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში 13 500-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 15.03-მდე:
ტანკები – 404, ჯავშანტექნიკა – 1 279, 640 სატრანსპორტო საშუალება, 81 თვითმფრინავი, საარტილერიო სისტემები – 150, MLRS (მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა) – 64, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 34, ვერტმფრენები – 95, საავტომობილო ტექნიკა – 617, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 3, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 60, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 9.