რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და დასავლელი ლიდერები იმყოფებიან.
უკრაინაში იმყოფებიან იტალიის, კანადის და ბელგიის პრემიერ-მინისტრები, ისინი კიევში გვიან ღამით პოლონეთიდან ჩავიდნენ.
23 თებერვალს უკრაინაში ვიზიტით ჩავიდნენ ასევე დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი, დემოკრატი ჩაკ შუმერი.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, 24 თებერვალს უკრაინაში სხვა ქვეყნების ლიდერების არაერთი ვიზიტია მოსალოდნელი.