ონის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ააიპ ონის ბაგა-ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. პატარებმა აღმზრდელებთან ერთად მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
ღონისძიების დასასრულს პატარებს სადღესასწაულო საჩუქრები დაურიგდათ. ზეიმს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
სტუმრებმა პატარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.