spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ონის ბეერშევას პარკში ხელოვნურსაფარიანი, მინი სტადიონის მოწყობა მიმდინარეობს

ონის ბეერშევას პარკში ხელოვნურსაფარიანი, მინი სტადიონის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  

  
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი აკმაყოფილებს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის, მასტერლიგის სტანდარტებს, სადაც თამაში მიმდინარეობს 7×7-ზე, 1 მეკარის და 6 ფეხბურთელის მონაწილეობით.

 

ამ დროისთვის დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები. დამუშავდა მოედნის გრუნტი, მოეწყო მოედნის პერიმეტრის წერტილოვანი საძირკვლები, ასევე რკინაბეტონის საყრდენი კედელი და სადრენაჟე სისტემა ღორღის ფრაქციით.

 

მოედნის კეთილმოწყობაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 255 999 ლარი გამოიყო. რომლის დასრულება 2023 წლის ნოემბრის თვეში იგეგმება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები