spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ონის ბეერშევას სახელობის პარკში სპორტული მოედანი მოეწყო

ონის ბეერშევას სახელობის პარკში ხელოვნურსაფარიანი, 7×7-ზე სტანდარტის სპორტული მოედანი მოეწყო.

 

ახალი სტადიონის გახსნას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი მოადგილეებთან ერთად, ასევე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ოშხერელი.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ამხანაგური მატჩი საფეხბურთო სკოლა “მამისონის” გუნდის წევრებს შორის.

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარა სპორტსმენებს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადასცეს.

 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბექა ოშხერელმა კი გამარჯვებული ფეხბურთელები წამახალისებელი თასებით დააჯილდოვა.

 

შეგახსენებთ, რომ მოედნის კეთილმოწყობაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 255 999 ლარი გამოიყო.

 

პროექტი აკმაყოფილებს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის, მასტერ ლიგის სტანდარტებს, სადაც თამაში მიმდინარეობს 7×7-ზე, 1 მეკარის და 6 ფეხბურთელის მონაწილეობით.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით ახალი სტადიონის გახსნა ონელ ახალგაზრდებში სპორტის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ფეხბურთის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები