spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ონის მუნიციპალიტეტი სათემო ავტობუსს შეიძენს

28 ნოემბერს იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს მოეწერა ხელი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტისთვის სათემო ავტობუსის შეძენას გულისხმობს.

 

პროექტის ხელმოწერის ცერემონიას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ესწრებოდნენ.

 

პროექტი დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში.

 

“საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების დაცვას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და განათლება”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები