spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ლიტერატურული საღამო “გულის ჯიბეში შენახული ენძელები” გაიმართა

2022 წლის 18 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ლიტერატურული საღამო “გულის ჯიბეში შენახული ენძელები” გაიმართა.

 

ღონისძიება მწერალ კოტე ხიმშიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

 

ონის მუნიციპალიტეტის, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გამოიფინა თემატური ლიტერატურა, რომელიც დაკავშირებული იყო მწერალ კოტე ხიმშიაშვილის ცხოვრებასთან, ოჯახთან და საბჭოთა რეპრესიების დროს დაღუპულ მწერლებთან.

 

ლიტერატურულ საღამოზე პოეტმა ანა ერისთავმა წაიკითხა ამონარიდები მწერლის შემოქმედებიდან. შეხვედრაზე გაიხსენეს კოტე ხიმშიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საბჭოთა რეპრესიების დროს დაღუპული მწერლების ხსოვნას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები