spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ონის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ბარში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი სოფელ ბარში, ხანძრის შედეგად დაზარალებული გვიმრაძე-არჩვაძის ოჯახის წევრებს შეხვდა.

 

მუნიციპალიტეტის მერმა, საზოგადოება წითელი ჯვრის ონის ფილიალის ხელმძღვანელთან ერთად, დაზარალებულ ოჯახს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა და საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დახმარება შესთავაზა.

 

“სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ონის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში გვაქვს მუხლი, რომელიც საშუალებას გვაძლევს სტიქიის, ხანძრის და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გავუწიოთ ზარალის შესაბამისად. ოჯახის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ მოხდება დახმარების გაწევა“, – განაცხადა სერგი ხიდეშელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები