ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერი სერგი ხიდეშელი უძღვებოდა.
შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, აქცენტი გაკეთდა როგორც ქალაქ ონის, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საჭიროებებზე და გამოწვევებზე, ქ. ონის ქუჩების სახელდებასა და ნუმერაციაზე. ასევე, ტურისტულად აქტიური ადგილების მოწყობაზე, სოციალურ და წყალმომარაგების საკითხებზე.
სერგი ხიდეშელმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულ ძირითად პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე, მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა რეკომენდაციები, წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სერგი ხიდეშელმა საბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის.
“ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ მიზანია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება და მსგავსი საკითხების განხორციელება. ასევე, განიხილოს მერიის მიერ მომზადებული სტრატეგიული მნიშვნელობის პოლიტიკის დოკუმენტები და შეიმუშაოს რეკომენდაციები.
ასევე, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო წევრების შემადგენლობა სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლების, ბიზნესის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.