spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სოფელ სორში წყალსადენი სისტემის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. კერძოდ, დამონტაჟდა ახალი წყლის საქაჩი ტუმბო და მოეწყო ახალი წყალსადენი სისტემის მაგისტრალური ქსელი, რომელიც დაერთდა ცენტრალურ რეზერვუარზე.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, მოსახლეობას სასმელი წყალი დებეტის ნაკლებობის გამო გრაფიკით მიეწოდებოდა, ხოლო რეაბილიტაციის შედეგად, სოფელ სორის მოსახლეობა სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.

 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 26 400 ლარი შეადგინა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები