ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში – საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლები, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები (მე- 3 ეტაპი) დასრულების ეტაპზეა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს, კონტრაქტორი კომპანია “დაგი +“ გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადაზე ადრე განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოებისთვის დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 432 160 ლარი შეადგინა.
“მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების კეთილმოწყობა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა, ონის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის დროს მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.