რეგიონებში კალათბურთის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით ონის მუნიციპალიტეტში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესტუმრნენ.
ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის კალათბურთის ფედერაციას სხვადასხვა სახის საკალათბურთო ინვენტარი გადასცეს.
ვიზიტის ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა ონისა და ამბროლაურის გუნდებს შორის.
შეხვედრა 35:18 ანგარიშით დასრულდა ონელი ბავშვების სასარგებლოდ.
უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონალური კალათბურთის განვითარების დეპარტამენტი აღნიშნულ პროგრამას წლებია, ფიბას ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან ახორციელებს.