spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო.

 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას უფასოდ იღებენ.

 

ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება უკვე გააფორმა მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“. უახლოეს მომავალში პაციენტები დამატებით რვა დასახელების მედიკამენტს მიიღებენ.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ასევე გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400 000-მდე ბენეფიციარს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები