spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ონკოლოგიური პაციენტები პრეზიდენტს მთავრობასთან შუამდგომლობას სთხოვენ

ონკოლოგიური პაციენტები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დახმარებას და მთავრობასთან შუამდგომლობას სთხოვენ, რომ ასეთი პაციენტის მკურნალობაზე საბიუჯეტო დაფინანსებაზე დაწესებული 25 ათას ლარიანი ზედა ზღვარი გაუქმდეს და მკურნალობის სრულფასოვნად ჩატარების შესაძლებლობა მიეცეთ.

 

“ჩვენ დღეს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიტანეთ განცხადება. ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს გამოუცხადებს მხარდაჭერას სიცოცხლესთან ბრძოლაში და ჩვენს ხმას მიაწვდენს მთავრობას. 

 

ჩვენ მთავრობისგან არანაირი გამოხმაურება არ გვქონია ონკოპაციენტების სასარგებლოდ, არც ინფორმაცია გვაქვს რას აპირებენ. ჩვენ ვიცით, რომ დაწესებულია ლიმიტი ამ ადამიანების სიცოცხლეზე 25 ათასი ლარი, რაც არაფრისთვისაა საკმარისი”, – აცხადებს “კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე.

 

ისინი ასევე პრეზიდენტთან შეხვედრასაც მოითხოვენ.

 

“ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ შეგხვდეს. ასევე ვითხოვთ გააჟღეროს ეს საკითხი მთავრობასთან. ჩვენ არავინ დაგვკავშირებია გუშინდელი აქციის შემდეგ და ვთხოვთ პრეზიდენტს, იქნებ მიაწვდინოს მთავრობას ხმა, რომ მოხდეს დროული რეაგირება. ჩვენ ვერ ვიცდით, ყველაფრის სასწრაფოდ გაკეთება გვიწევს იმიტომ, რომ ამ ადამიანებს დასაკარგი დრო არ გააჩნიათ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები