spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

22-24 ივლისს ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა – თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.

 

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მოქმედმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებმა და პრიზიორებმა.

 

ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის“ სამმა ახალგაზრდამ პირველი ადგილი მოიპოვა.

 

ლუკა გუგეშაშვილი (65 კგ),

თორნიკე სამხარაძე (79 კგ),

გიორგი ჩიხრაძე (125 კგ).

 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა შემდგომ ასპარეზობებში.

 

აღნიშნული  ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენებისგან დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები – თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები