spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა

ქ. ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა.

 

ტურნირი ბეერშევას სახელობის პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო 12 მუნიციპალიტეტის სპორტულმა გუნდმა და საქართველოს მომქმედი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებმა და პრიზიორებმა.

 

აღსანიშნავია, რომ ტურნირში, ხუთ წონით კატეგორიაში, გამოვლენილი გამარჯვებული სპორტსმენები, 14 აგვისტოს, გაემგზავრებიან პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში, სადაც საქართველოს სახელით იასპარეზებენ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

 

ტურნირი ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

 

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, შეჯიბრება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები