spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ონში გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

28 მარტს, დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში როგორც საავტომობილო, ასევე, შიდა სასოფლო საუბნო გზებზე გადაადგილება შეფერხდა. 

დიდთოვლობამ დააზიანა ელექტროენერგიის ცენტრალური ქვესადგურის შემავალი ხაზი, რამაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება გამოიწვია, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დღის მეორე ნახევარში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება.

ასევე, ონი – შოვის მიმართულებით შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, თოვლის წმენდის სამუშაოები დილიდან სხვადასხვა მიმართულებით განახლდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები