ონში, დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო.
“რამდენიმე დღეა, ონის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო განწყობაა.
ქალაქის შემოსასვლელში არსებული გადმოსახედი, დემეტრე II და დავით აღმაშენებლის მოედანი, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარი, მოედნის, ვახტანგ VI და სააკაძის ქუჩაზე არსებული სკვერები სრულიად ახალი დიზაინით, საახალწლო განათებებით და დეკორაციებით დამშვენდა. ქალაქის ქუჩებში ილუმინაციები დამონტაჟდა.
საახალწლო ილუმინაციების ნაწილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა ონელ მოსახლეობას და სრულიად საქართველოს.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.