spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ონში სამედიცინო აქცია გაიმართა

ქალაქ ონში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო პროფილაქტიკური კონსულტაცია საჩხერის სამედიცინო ცენტრის პროფესიონალმა ექიმებმა გაუწიეს.

 

აქციის ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდა სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები, გაეწიათ კონსულტაცია და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მიეცათ შესაბამისი დანიშნულება.

 

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მრავალპროფილური კვლევებითა და პროფესიონალი ექიმების უფასო კონსულტაციით, 120-ზე მეტმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ისარგებლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები