დღეს, 11:00 საათზე, ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 4 სხვადასხვა ადგილზე პარალელურ საპროტესტო აქციას გამართავს.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას გააცხადებით, აქციები გაიმართება იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ასევე მოდულის შენობასთან.
“11:00 საათზე ერთდროულად 3 ადგილზე გაიმართება აქცია – იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებთ, ამავე დროს, აქცია გაიმართება მე-4 ადგილზე, რომლის ადგილს განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველ დღეს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, თუკი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს, 13:00 საათზე გაიმართება, აქცია იქაც გაიმართება.