ოპოზიცია დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. როგორც პარლამენტთან ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, ისინი ჩავლენ ყველა ქალაქსა და სოფელში, პარალელურად გაიმართება საპროტესტო აქციები.
"დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, გეგმაზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგიონებსა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს.
დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს", – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.