spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს

ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს. 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა დღეს კახეთში გაიმართება.

დაგეგმილია შეხვედრები, როგორც თელავში, ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში.

"მთელი საქართველოს მასშტაბით, კახეთი იქნება ეს, თუ სხვა რეგიონი, პირველ რიგში ჩვენს ამომრჩევლებს უნდა მოვუსმინოთ. მათ აქვთ ბრაზი, რადგან ქვეყანა, რომელსაც ამხელა რესურსი აქვს, უკან მიდის, ხელისუფლება კი ილუზიას უქმნის, თითქოს საქართველო ჰყვაოდეს. პირველ რიგში, ჩვენ იმ ადამიანებს შევხვდებით, ვისაც პროტესტი აქვს", – განაცხადა გიგი უგულავამ. 

ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისთვის ემზადება, იქამდე კი პოლიტიკური ძალები რეგიონებს მოივლიან. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები