ოპოზიციამ საპროტესტო აქციები, მათ შორის 20 მარტს დაგეგმილი აქცია გააუქმა. ისინი ხვალ, 12:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან სამოქმედო გეგმის გამოცხადებას აპირებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
"ჩვენ გადავდივართ სულ სხვა რეჟიმზე მოქმედების და სულ სხვა ტალღაზე, ამიტომ ჩვენს გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ, 12:00 საათზე გამოვაცხადებთ რუსთაველზე", – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.