spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ოპოზიციას, რომელსაც სურდა, ქუჩაში დაეწყო მოღვაწეობა, ევროკავშირმა სიურპრიზის სახით დანიელსონის ვიზიტი დაუანონსა”

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონის მორიგი ვიზიტით ევროკავშირი სიურპრიზს უწყობს ოპოზიციას, რომელსაც ქუჩაში "მოღვაწეობა" ურჩევნია მოლაპარაკებებს. 

"ოპოზიციას, რომელმაც მოლაპარაკებები ჩაშალა, ეს საჯაროდ განაცხადა და სურდა, რომ ქუჩაში დაეწყო მოღვაწეობა, ევროკავშირმა სიურპრიზის სახით ბატონი დანიელსონის საქართველოში ვიზიტი დაუანონსა. ეს ნიშნავს იმას, რომ  როდესაც ჩვენ, მოლაპარაკებების შემდგომ  ვამბობდით, რომ ჩვენ ვრჩებით მოლაპარაკებების რეჟიმში, იმიტომ რომ ეს რესურსი არსებობდა ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებებში, ბატონი კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლის დაანონსება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებებში ნამდვილად იყო ისეთი პრაგმატული შეთავაზებები და რესურსი, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა შეთანხმების მიღწევა", – განაცხადა მაჭარაშვილმა. 

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა. ის საქართველოს მორიგი ვიზიტით, კვირის ბოლოს ესტუმრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები