ოპოზიციიდან ფოთის მერობის საერთო კანდიდატი გიგი უგულავა იქნება, უგულავას წარდგენა 21 აგვისტოს იგეგმება.
“გიგი უგულავა გაერთიანების ლიდერად გამოდის, ოღონდ ნომერი იქნება 5. მძიმე წონის პოლიტიკოსია და ჩვენთვის ახლა ყველაზე მთავარია რეფერენდუმი. გიგი არის რეფერენდუმისთვის მომზადებული. ეს რეფერენდუმი უნდა მოვიგოთ, რადგან საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ასე სკრუპულოზურად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, ასე არ არის. ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პოლიტიკურად წონიანი პოლიტიკოსი იმიტომ მოდის აქ, რომ ჩვენ გავდივართ ბრძოლის ველზე, ეს ბრძოლის ველი გვაქვს მოსაგები. დიდგორზე გავდივართ, დიდგორზე დავით აღმაშენებელს სწორი სტრატეგია ჰქონდა და იმიტომაც მოიგო. ახლა სწორედ ეს სტრატეგია არის შემუშავებული: მძიმე წონის, გამოცდილი, კვალიფიციური პოლიტიკოსი. ფოთი არის სტრატეგიული ქალაქი, სჭირდება ამ ქალაქს და ამიტომაც იქნა გამოშვებული“, – აცხადებს პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ფოთის მერობის კანდიდატად თინათინ ბოკუჩავას წარადგენდა, თუმცა ეს არ დადასტურდა.